გამნაღმველები "თბილავიამშენის" აეროდრომზე დარჩენილი რამდენიმე აუფეთქებელი ჭურვის გაუვნებელყოფაზე მუშაობენ

თბილავიამშენის აეროდრომის თანამშრომლების განცხადებით, დილის 06.00 საათისთვის ორი აფეთქების ხმა გაისმა და რუსულმა ბომბდამშენმა რამდენიმე ჭურვი ჩამოაგო.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, აეროდრომზე დარჩენილია რამდენიმე აუფეთქებელი ჭურვი და ამჟამად გამნაღმველები მათ გაუვნებელყოფაზე მუშაობენ. ტერიტორიაზე არავის უშვებენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებულა, თუმცა მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაცვის რამდენიმე თანამშრომელმა მსუბუქი დაზიანენები მიიღო.
წინასწარი ინფორმაციით, ჭურვები არ ჩამოვარდნილა აეროდრომის ასაფრენ ბილიკზე, არამედ ისინი აეროდრომის ტერიტორიაზე დაეცა.

SOURCE: http://www.ipn.ge/ge/index.php?category=4

No comments: