interpressnews.ge-ს ფუნქციონირება დროებით წყდება

ინტერპრესნიუსზე" მომხმარებლის გადაჭარბებული მოთხოვნისა და რიგი სხვა ტექნიკური მიზეზების გამო, რომელიც ინტერნეტხულიგნების მოქმედებებითაა გამოწვეული, პერიოდულად წყდება interpressnews.ge-ს საიტის ფუნქციონირება.

იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მიზეზით შეწყდება www interpressnews.ge-ს ფუნქციონირება, მომხმარებელს საშუალება ექნება განახლებული ინფორმაციები მიიღოს ახალი ვებ-გვერდის საშუალებით, მისამართზე interpressnews.net

გარდა ამისა, "ინტერპრესნიუსის" ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროზე ადრე შეიყვანოს ექსპლუატაციაში საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ახალი ვებ-გვერდი მისამართით interpressnews.net


source: http://presa.ge/index.php?text=news&i=3354

No comments: